ივანე მრისხანე და მისი ძე ივანე 1870-1873
ივანე IV ვასილის ძე (რუს.: Иван IV Васильевич) ცნობილი სახელით ივანე მრისხანე (რუს.: Иван Грозный) (დ. 25 აგვისტო, 1530, კოლომენსკოე — გ. 18 მარტი, 1584, მოსკოვი) , მოსკოვის დიდი მთავარი 1533-იდან, გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე 1547-1584 წლებში.
7 წლისა დაობლდა. ახალგაზრდა მეფე სახელმწიფო მოღვაწეობაში აქტიურად ჩაება 40-იანი წლების ბოლოს, როცა შეიქმნა ე. წ. „რჩეულთა რადა“ (1549) და გატარდა გარკვეული რეფორმები (1549-1560), რომელთა მიზანი იყო თვითმპყრობელობის გაძლიერება და სახელმწიფოს ცენტრალიზაციის განმტკიცება. ივანე IV ვასილის ძის აქტიური აღმოსავლური პოლიტიკის შედეგად მოსკოვის სახელმწიფომ შეიერთა ყაზანის (1547-1552), ასტრახანის (1556) სახანოები, დაიმორჩილა ციმბირის ხანი და ნოღაელთა ურდო. „რჩეულთა რადის“ დამხობის შემდეგ (1560) იგი ერთპიროვნულად შეუდგა სახელმწიფოს მართვას. საშინაო პოლიტიკაში მან კურსი აიღო თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებისა და ოპოზიციის დათრგუნვისაკენ, საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად დაისახა ბალტიის ზღვაში გასასვლელის მოპოვება. ამ მიზანს ემსახურებოდა მის მიერ წამოწყებული ლივონიის ომი (1558-1583).
სურათის შესახებ
სურათზე მოცემულია ივანე მრისხანე როგორ კლავს თავის შვლის. ფერების კონტრასტი ხელს უწყობს გრძნობების გამოკვეთს. ივანეს თვალებში ერთფროულად გამოიხატება სხვადასხვა გრძნობა : შიში, სიყვარული, გაოცება, მაგრამ არა სინანული.
No comments:
Post a Comment